5 მილიონი ლარი სახელმწიფოს კუთვნილი შენობების დემონტაჟისთვის - მთავრობის ახალი განკარგულება გაცემულია
5 მილიონი ლარი სახელმწიფოს კუთვნილი შენობების დემონტაჟისთვის. საქართველოს მთავარობის განკარგულება უკვე გაცემულია.
სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა იმ შენობა-ნაგებობების დანგრევა დაევალა, რომელიც იერსახეს ამახინჯებს ან სიცოცხლისათვის არის საშიში.
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტიდან მილიონებს ერთი კონკრეტული კომპანია ტენდერის გარშე მიიღებს. ქონების მართვის სააგენტო ამ სამუშაოების შესასრულებლად გამარტივებული წესით კომპანიის შერჩევას უკვე იწყებს.
ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ შენობა-ნაგებობების ნგრევით „ქართულმა ოცნებამ" ფულის კეთების ახალი სქემა მოიფიქრა.
„გაუგებარი არის რატომ არ გამოაცხადეს ტენდერი და რატომ უნდათ, ეს რაღაცა დაჩქარებულ და შეუფერხებელ ვადებში ამის განხორციელება, რადგან საკმარისი დრო არის იმის, რომ გამოცხადდეს ტენდერი. არსად არ არის მითითებული რა თანხის, რა ღირებულების შენობა ნაგებობის ანგრევს მთავრობა. აღნიშნული შენობა ნაგებობების დანგრევა და დემონტაჟი ხომ არ გამოიწვევს ასევე იმ მიწის ნაკვეთზე შემდეგ ფასის კლებას, რომელსაც "ქართული ოცნების" ბუნებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი გამოყენებული იყოს მათთან აფილირებული ადამიანებისთვის იმ მიწის ნაკვეთებზე იაფად გადაცემას ასე,რომ ვთქვათ უფრო ფასი დააკლდეს და ეს გამოყენებული იყოს ამისთვის და შემდეგ ამ ადამიანებმა კვლავ ისარგებლონ, როგორც ყოველთვის სარგებლობენ სახელმწიფო ქონებით. სასურველი იქნებოდა ქონების ეროვნული მართვის სააგენტოს, რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი დუგლაძე, რომელიც არის დეპუტატი ზაალ დუგლაძის ძმა და ასევე ალექსანდრე იოანიშვილის ბიზნეს პარტნიორი, უფრო მეტი გამჭვირვალობა ყოფილიყო ტენდერში, ყოფილიყო კონკურენცია, რომ სხვადასხვა კომპანიებს შესძლებოდათ აღნიშნული პროექტის შესრულება.“ - ამბობს ბესო დონაძე.