კითხვა მაქვს, მეც სუს-ის აგენტი ვარ? - კობა ნაყოფია ნადირაძეს პასუხობს

18.04.23 12:34
კითხვა მაქვს, მეც სუს-ის აგენტი ვარ? - კობა ნაყოფია ნადირაძეს პასუხობს

კითხვა მაქვს, მეც სუს-ის აგენტი ვარ? - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი კობა ნაყოფია ირაკლი ნადირაძის განცხადებას.

ნაყოფიას თქმით, ნადირაძე ჯერ ახალგაზრდაა, გაიზრდება და შემდგომში ასეთ პოლიტიკურ შეცდომებს არ დაუშვებს.

"ქართული ოცნება ვერ მოესწრება ჩვენ შორის დაპირისპირებას. პირიქით, ახლა მიდის ძალების კონსოლიდაცია. ნიკა მელიამ გუშინ სწორად აღნიშნა, რომ ყრილობამ, რა თქმა უნდა, გამოიწვია ძალიან ბევრი ვნებათაღელვა პარტიის წევრებში. რაც შეეხება ირაკლი ნადირაძის განცხადებას, მინდა გითხრათ, რომ მე ვაპირებ დღეს ან ხვალ მივიდე იმ ოფისში. კითხვა მაქვს, მეც სუს-ის აგენტი ვარ ამ შემთხვევაში? მიმაჩნია, რომ ცოტა არასერიოზულია ეს განცხადება, მაგრამ არა უშავს, ახალგაზრდაა, გაიზრდება და იმედია, შემდგომში ასეთ პოლიტიკურ შეცდომებს არ დაუშვებს. ასეთი ტიპის განცხადებები გაერთიანებას მხოლოდ ხელს უშლის. ამიტომ მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის განცხადებები გადაჭარბებულად ემოციური და უდროოა", - თქვა კობა ნაყოფიამ.

ირაკლი ნადირაძემ ნიკა მელიასა და მისი თანამოაზრეებს "სუს-ის შტატიანი თანამშრომლები" უწოდა.