"ოცნება" კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს - დებატები პარლამენტში
"ქართული ოცნება" საქართველოს პარტნიორებისგან დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს. დებატები საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის ყოფილ მინისტრზე განცხადებებით გაიხსნა. "ოცნების" დეპუტატებმა "ფორმულას დამფუძნებელზე იერიში წინასწარ მომზადებული ტექსტებით მიიტანეს და თქვეს, რომ ის თაღლითი, გამომძალვლელი და აფერისტია.
პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემა ახლა პარლამენტში "ბიბისის "საგამოძიებო რეპორტაჟია, რომლმაც კეზერაშივლისა და ე.წ. ქოლ ცენტრების კავშირიები დაადგინა. ახლა უკვე "ქართული ოცნება" კეზერაშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლებისთვის ზურაბ ადეიშვილის გადმოცემასაც ითხოვს.
„BBC-ის მიერ გაშუქებული დანაშაულის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ გამორიცხული ნამდვილად არაფერია კეზერაშვილის მხარდამჭერი ჩვენი ევროპელი მეგობრები თუ კარგად მოიკითხავენ ამ ამბავს და აღმოაჩენენ, რომ რომელიმეს პენსიონერ მშობელს, ნათესავს თუ მეგობარს შეეხო აფერისტების ხელი. გამამტყუნებელი განაჩენით აღიარებული დამნაშავეები კეზერაშვილი, ადეიშვილი და ძმანი მისი, თავისუფლად კი არ უნდა დაიარებოდნენ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში, არამედ დამნაშავეთა ექსტრადირების წესს უნდა ექვემდებარებოდნენ და საქართველოს კანონიერ მოთხოვნას კანონიერი და სამართლიანი პასუხი უნდა გასცენ დამნაშავეთა გადმოცემის თვალსაზრისით. მეგობარი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ძარცვა, ამავე ქვეყნის მოქალაქეების უფლებების ფეხქვეშ გათელვა და თითქმის ყველა უფლების მათ შორის სიცოცხლის უფლების მასხრად აგდება საკმარისი მიზეზი უნდა იყოს დამნაშავეთა ექსტრადირებისთვის.“- ამბობს მათიკაშვილი.