ყველაფერი სუს-ის მიერ კონტროლდება და არ იცოდით, რომ რაღაც ქოლ-ცენტრები იყო საქართველოში? - დეკანოიძე "ოცნებას"

18.04.23 13:21
ყველაფერი სუს-ის მიერ კონტროლდება და არ იცოდით, რომ რაღაც ქოლ-ცენტრები იყო საქართველოში? - დეკანოიძე "ოცნებას"

პარლამენტის სხდომათა დარბაზში სადაც, პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემა  "ბიბისის "საგამოძიებო რეპორტაჟია, ხატია დეკანოიძემ "ოცნების" ხელისუფლებას უთხრა, რომ მათ საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ იცოდნენ, რადგან, სუს-ი ქვეყანაში ყველას უსმენს და უთვლათვალებს, ამიტომაც ოპოზიციონერ დეპუტატს წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ამ თაღლითური საქმიანობის შესახებ მმართველ გუნდს არ სცდონოდა. 

„სუს-ის კრეპსებში მოხვდა ის, რომ მე ექიმთან დავდიოდი. სუს-ის კრეპსებში მოხვდა, მე როგორ ვესაუბრებოდი დედას, მე როგორ დავდიოდი ექიმთან. მეკეთა თუ არა ჰოლტერი, რომელ ექიმთან მივდიოდი, ჩემს შვილს რას ველაპარაკებოდი, არა მე თქვენ მოგმართავთ და თქვენ როგორ გგონიათ ახლა, რომ თქვენ არ იცოდით რომ რაღაც ქოლ-ცენტრები იყო საქართველოში? როგორ გგონიათ მაინტერესებს. როგორ გგონიათ, რომ თქვენ აი თქვენ ფარავდით ზუსტად იმას და ეს 13 ათასამდე ახალგაზრდა ჩართეთ ორგანიზებულ დანაშაულში. ყველაფერი, რაც ოპოზიციას ეხება არის სუს-ის მიერ კონტროლირებადი, ყველაფერი, სად მივდივართ, როგორ მივდივართ, ექიმთან როდის დავდივართ, ყველაფერი“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.