დაპირისპირება პარლამენტში - საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს "ოცნება" დღეს არ განიხილავს

18.04.23 13:29
დაპირისპირება პარლამენტში - საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს "ოცნება" დღეს არ განიხილავს

საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელისუფლებამ პარალამენტში პროცედურულ ომი გამოუცხადა. კორუპირებული მოსმართლეების წინააღმდეგ საგამძიებო კომისიის შექმნის საკითხი  დღის წერიგში ჩასვევს, თუმცა როდის გაიტანენ კენჭისყრაზე პარლამენტის თავმჯდომარე არ ამბობს.

რესპუბლიკური პარტიის თავმდჯომარემ ხათუნა სამნიძემ ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილს სთხოვა, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე სწორედ დღეს გაეტანათ, რადგან სდომათა დარბაზში ოპოზიციის სრული მობილიზებაა, თუმცა უარი მიიღო. 

მინდა გთხოვოთ დღის წესრიგში ჩავსვათ ერთი კომისია, რომელიც დარეგისტრირებულია უკვე დღეს ჩაისვას და კენჭისყრაზე გავიტანოთ ეს არის სასამართლო სისტემაში, კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია თუ შეიძლება ჩავსვათ დღეს დღის წესრიგში - უთხრა სამნიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს. 

ოპოზიციის წევრის თხოვნაზე უარი შალვა პაპუაშვილმა ვერ განმარტა და მხოლოდ ის თქვა, რომ საგამოზიებო კომისიის შექმნა უკიდურესად მნიშნელოვანი არ არის. 

ჩვენ, როგორც წესი, კენჭისყრა გვაქვს ხოლმე ოთხშაბათს დილით, ვინაიდან სამშაბათს განსახილველი საკითხები, ოთხაშაბათს არის ხოლმე კენჭისყრა. დაახლოებით ამ გრაფიკს მივყვებით. ამავე დროს, ვუყურებთ, რთულია ხოლმე განსჭვრეტა რომელი საკითხი რა დროს წაიღებს განხილვის. რატომ უნდა იყოს დღეს? ეს საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებმა თავი შეიწუხონ და პლენარულ სხდომაზე იარონ, - თქვა პაპუაშვილმა. 

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას ბიუროს სხდომაზე ჩხუბი მოჰყვა.კამათში დავით უსუფაშვილიც ცაერთო.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ "ქართულ ოცნებას" ოპოზიციის სრული მობილიზება და საგამოძიებო კომისიის შექმნა არ აწყობს და საკითხის განხილვას ისეთ დღეს ჩანიშვნას, როცა მათთვის იქნება ხელსაყრელი.

მას შემდეგ, რაც საკმაოდ კონსტრუქციული წინადადება დადგა ხათუნა სამნიძის მიერ, რომ შემნქილიყო დღეს და განხილულიყო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, ჩვენ ვნახეთ, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დღევანდელ სამშაბათის სხდომაზესაკითხი განხილვა და კენჭისყრა არ მოხდეს მაშინ, როცა ოპოზიცია მობილიზებულია, აქვს საკმარისი ხმები იმისთის, რომ შეიქმნას საგამოძიეო კომისია, - ამბობს ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი.