"არ ვაპირებთ შევეგუოთ" - ოპოზიცია სტრასბურგში პრეზიდენტის ჩაშლილი ვიზიტით იმედგაცრუებულია

18.04.23 13:48
"არ ვაპირებთ შევეგუოთ" - ოპოზიცია სტრასბურგში პრეზიდენტის ჩაშლილი ვიზიტით იმედგაცრუებულია

"არ ვაპირებთ შევეგუოთ" - ოპოზიცია სტრასბურგში პრეზიდენტის ჩაშლილი ვიზიტით იმედგაცრუებულია. "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ საქართველოს ევროპულ მომავალს კიდევ ერთი საბოტაჟი მოუწყო. ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დღის წესრიგით არ იმოქმედებს და შეცდომის გამოსწორებას შეეცდება. 

როდესაც მარტის მოვლენების შემდეგ ჩვენ ვნახეთ ევროპის დიდი დაინტერესება, რომ ვიპოვოთ გზა და ქართველმა ხალხმა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს პრეზიდენრტმა არ შეიწყალა ნიკა გვარამია და ჩაშალა ვიზიტ ევროპარლამენტში, უმნიშნელოვანესი ვიზიტი და ამით მოხდა კიდევ ერთხელ საბოტაჟი ჩვენი ევროპული გზის. დღეს არ არის წუწუნის დრო, დღეს არის კონსოლიდაციის დრო. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამას შევეგუოთ, ჩვენ არ ვაპირებთ რომ რამე სხვა დღის წესრიგით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგით ვიმოქმედოთ, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს როგორც ნიკა გვარამიას თავისუფლების ორგანიზაციასთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, არასამთავორბო ორგანიზაციებთან თუ როგორ გამოვასწოროთ მეორე მიყენებული უდიდესი დარტყმა ჩვენი ევროპული პერპსექტივის, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტმა ვიზიტი არ გააუქმა და მხოლოდ დროებით გადადო. 

მე არ ვიცი, საბოლოო ჯამში, რატომ მიიღო გადაწყვეტილება საქართელოს პრეზიდენტმა გაექუმებინა ეს ვიზიტი თუ გადაედო, მაგრამ სემიძლია მხოლოდ გამოვხატო იმედი, რომ ეს ვიზიტი არის გადადებული და არა გაქუმებული, რომ ეს ვიზიტი შედგება და ამ ვიზიტის განხორციელებამდე საქართველოს პრეზიდენტი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც  მისცემს მას შესაძლებლობას, რომ ევროპარლამენტს მიმართოს ისტორიული სიტყვით, - ამბობს სამადაშვილი. 

რატომ ჩაშალა სტაბურგში ვიზიტი სალომე ზურაბიშვილმა ისევ გაურკვეველია. პრეზიდენტი, რომელიც თავს ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტად მიიჩნევს, ვიზიტის გადადების დეტელებზე არ სუაბრობს.

სტაბურგში ვიზიტის ჩაშლა მან ჯერ მთავრობას დააბრალა, თუმცა აღმოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" თანხმობა ჰქონდა. 

სტაბურგში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა დღეს იყო დადგეგმილი. ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე მას ყველაზე დიდი ტრიბუნის გამოყენება შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთა.