თუ სასამართლო კლანურად და კრიმინალურად არ იმართება, მაშინ რატომ გაშინებთ კომისია? - ნაცლიშვილი "ოცნებას"

18.04.23 13:30
თუ სასამართლო კლანურად და კრიმინალურად არ იმართება, მაშინ რატომ გაშინებთ კომისია? - ნაცლიშვილი "ოცნებას"

ძალიანაც რკინის ფასი ჰქონია და ძალიანაც შეგაშინათ სანქციებმა - ასე მიმართა პარლამენტის სხდომაზე "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა "ოცნების" ხელისუფლებას.

ნაცვლიშვილი მმართველ გუნდს ეკითხება, თუ სასამართლო სისტემაში ყევლაფერი რიგზეა, მაშინ რატომ ეშინიათ საგამოძიებო კომისიის შექმნა.

„აღმოჩნდა, რომ სწორედ სანქციებია ის, რაც ძალიან გაშინებთ. არ ჰქონია თურმე ჩალის ფასი დასავლეთის პოზიციას, ხომ? ძალიანაც რკინის ფასი ჰქონია და ძალიანაც შეგაშინათ ამ ყველაფერმა. თუ ყველაფერი წესრიგშია სასამართლო სისტემაში, თუ ყველა ის ტალღა, რომელსაც თქვენ ამ წლების განმავლობაში ფურცელზე ატარებდით კარგია, პოზიტიურია და სასამართლოში დასამალი არაფერია თუ სასამართლო კლანურად და კრიმინალურად არ იმართება მაშინ რატომ გაშინებთ კომისია?“ - ანა ნაცვლიშვილი.