რა არის თქვენთვის საქართველო, როცა სააკაშვილი რუსეთთან ბრძოლისთვის დააჯილდოვეთ - წილოსანი პოლონეთს აკრიტიკებს
უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლონეთის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის გამო გააკრიტიკა.
"ოცნების" დეპუტატმა თქვა, რომ სწორედ სააკაშვილმა გადასცა რუსეთს ყველაფერი, რაც სტრატეგიული მნიშვნელობის იყო და ამისთვის ჯილდოს გადაცემა წილოსანისთვის დახმარებაა დაპატიმრებული პრეზიდენტისთვის, რომ მან პასუხისმგებლ;ობას თავი აარიდოს.
„მე მინდა ვკითხო, რა არის საქართველო მათთვის, ვინც მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიაში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის მშენებლობისთის გადასცა ჯილდო მაშინ, როდესაც ეს პერსონა წლების განმავლობაში თითოეული ადამიანის ყველა უფლებას ფეხქვეშ თელავდა. ვკითხო ადამიანებს პოლონეთში რა არის მათთვის საქართველო, როცა სააკაშვილს რუსეთთან ბრძოლისთვის აჯილდოვებთ მაშინ, როდესაც ამ პერსონას ყველაფერი, რაც საქართველოსთვის სტრატეგიული იყო, ამ პერსონამ გადასცა რუსეთს. მათ არაფრად ჩააგდეს კანონის უზენაესობა და მაშინაც კი, როდესაც ეს პერსონა დამსახურებულად, თუმცა უღირსად, იხდის სასჯელს ამ ჯილდოების გადაცემით, მხოლოდ ხელი შეაშველეს სააკაშვილის მილიონ დოლარიან კამპანიას თავი დააღწიოს ამ პასუხისმგებლობას“ - ამბობს წილოსანი.