კარგს არაფერს არ მოუტანს, ეს ასე ვერ დარჩება - დოლიძე ნადირაძეს პასუხობს
ნიკა მელიას გუნდის წევრი, ბაჩო დოლიძე თანაპარტიელის, ირაკლი ნადირაძის სკანდალურ განცხადებას პასუხობს და ახსნა განმარტების გაკეთებას ითხობს.
საუბარია ირაკლი ნადირაძის განცხადებაზე, სადაც მან ნიკა მელიასა და მისი თანამოაზრეებს "სუს-ის შტატიანი თანამშრომლები" უწოდა.
„ძალიან მძიმე მოსასმენი განცხადებაა, რა უნდა მოხდეს, რომ ჩვენი თანამებრძოლები დავადანაშაულო სუს-თან თანამშრომლობაში, რაოდენ პარადოქსული არ უნდა იყოს მე და ირაკლი (ნადირაძე) ერთად ვართ დაჭერილები სხვათა შორის სუსის შენობასთან. კარგს არაფერს არ მოუტანს ეს განცხადება, რა თქმა უნდა ეს ასე ვერ დარჩება, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ირაკლი ამასთან დაკავშირებით განმარტებას კი არა უბრალოდ იტყვის თავის სათქმელს იმიტომ, რომ ძალიან ცუდია... მე ირაკლის ნაცვლად გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებ, თუმცაღა მართლაც მაინტერესებს ირაკლის პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით თუ რა მოხდა ასეთი, რომ თავის თანამებრძოლები შეადარა სუსის შტატიან თუ უშტატო თანამშრომლებს“ - აცხადებს დოლიძე.