მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც კობახიძეს არ უნდა - ხატია დეკანოიძე
ბატონი კობახიძის განცხადებებმა დიდი ხანია, ადეკვატურობა დაკარგა,- განაცხადა ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ. დეკანოიძე ამბობს, რომ პარტია ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც კობახიძე- ივანიშვილს არ სურს.
ბატონი კობახიძის განცხადებებმა დიდი ხანია, ადეკვატურობა დაკარგა, მაგრამ ერთი რამ მინდა, შევპირდე მას: ,,ნაცმოძრაობა" მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა კობახიძეს, ივანიშვილს და სხვა მის მსახურებს, თან ძალიან მალე. ეს იქნებნა ისეთი გადწყვეტილება... ჩვენი პარტია ყველაზე დიდი პარტიაა, წარმოიდგინეთ, რამდენად სუსტი იქნება ოპოზიცია ამ პარლამენტში ,,ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, ამიტომ ვპირდები კობახიძეს, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც მას არ უნდა - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს განაცხადა, რომ ,,უკეთესი იქნება, თუ ,,ენმ" პარლამენტში არ შევა"
მსგავსი სიახლეები
თენგო თევზაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს
ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა