როდის დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა? - ღარიბაშვილის პასუხი
როდის დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა? - ღარიბაშვილის მტკიცებით, საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო აქტოურად მუშაობს.
პრემიერი ამბობს, რომ მათი სურვილია პორტის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყოს:
ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და ჩვენ ძალიან მალე გამოვიტანთ უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ჩვენ გვინდა, რომ დავიწყოთ შემოდგომაზე. ასევე, ახალი აეროპორტის პროექტის თაობაზე ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია. ეს არის მრავალ ასეულ მილიონიანი ინვესტიცია. რაც შეეხება ენერგეტიკის ობიექტებს, აქაც სერიოზული წინსვლა გვაქვს და ძალიან მალე წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას”, - აღნიშნავს პრემიერი.