კეზერაშვილი საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული - პრემიერი

18.04.23 14:39
კეზერაშვილი საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული - პრემიერი

საქართველოს პრემიერმინისტრი დავით კეზერაშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ "ფორმულას" დამფუძნებელი "საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული". 

თავდაცვის ყოფილ მინისტრზე საუბრისას ირაკლი რარიბაშვილმა ოპოზიცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დასავლელ პარტნიორებს "მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს ხვდებიან".

მისივე განცხადებით, ქართულმა საგამოძიებო სამსახურებმა გერმანელ კოლეგებთან აქტიურად მუშაობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში.

"სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც რა თქმა უნდა, კატასტროფულია და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ, რომელმაც მანამდე ჯარი გაძარცვა, შემდეგ ბიზნესს რა დღეში აგდებდა, ახლა მთელი ევროპის მასშტაბით არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა მისმა კომპანიამ და გაძარცვეს პენსიონერები, მილიარდი დოლარის ზარალი იქნა მიყენებული. ასე რომ როცა ჩვენი ე.წ. რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, მინდა ჩვენს მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.