ისმის კითხვები, რატომ მოხდა, რომ „ბიბისის“ ჟურნალისტებმა უფრო მეტი შედეგი აჩვენეს, ვიდრე ჩვენმა პროკურატურამ? - გახარიას გუნდი
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი საგაგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც მიმართული იქნება საქართველოში „ქოლ-ცენტრების“ საქმის გამოძიების ხელშეწყობისკენ.
მისი თქმით, კომისიამ უნდა გამოავლინოს ამ დანაშაულში მონაწილე და მათი მფარველი პირები.
ლეგიტიმურად ისმის კითხვები, თუ რატომ მოხდა ისე, რომ საქართველოში უკვე მესამე წელია ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და „ბიბისის“ ჟურნალისტებმა უფრო მეტი შესაძლო შედეგი აჩვენეს, ვიდრე საქართველოს პროკურატურამ. რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოში ძებნილი პირის მიერ ასობით დასაქმებული პირის ჩართულობით ხორციელდებოდეს ამ მასშტაბის დანაშაულის ქვეყნის ტერიტორიაზე და ამის შესახებ არ ფლობდეს ინფორმაციას არც ერთი სახელმწიფო უწყება.
შევქმნათ საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საგამოძიებო პროცესში სისტემური ჩავარდნების გარკვეულ გადამზღვევ მექანიზმს და მიმართული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ შესაძლო თაღლითურ, „ქოლ ცენტრების“ საქმის გამოძიების ხელშეწყობისკენ, რის შედეგადაც გამოვლინდება ამ დანაშაულში მონაწილე და მათი მფარველი პირები“ - განაცხადა ლილუაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე.