ტელევიზიის გადამალვა - თალაკვაძე კეზერაშვილის მიერ წილების დათმობაზე

18.04.23 15:35
ტელევიზიის გადამალვა - თალაკვაძე კეზერაშვილის მიერ წილების დათმობაზე

 "ეს არის ტელევიზიის გადამალვა"- ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი, არჩილ თალაკვაძე დავით კეზერაშვილის მიერ "ფორმულას" წილების დათმობას. 

თალაკვაძის მტკიცებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ცდილობს "საკუთარ ტელევიზიას მინიმალური კომფორტი შეუქმნას": 

„საქართველოს პროკურატურის და შემდეგ უკვე BBC-ის მერე ჩატარებული საერთაშორისო გამოძიების შემდეგ კეზერაშვილის მხრიდან ეს არის არა ტელევიზიის ვინმესთვის გადაცემა ან გადაფორმება, ეს არის ტელევიზიის გადამალვა. ის ახლა ცდილობს, რომ შეუქმნას მინიმალური კომფორტი საკუთარ ტელევიზიას, რომ მათ გააგრძელონ საქმის კეთება, რომელშიც იხდიდა დავით კეზერაშვილი ფულს“ - არჩილ თალაკვაძე.