სასამართლო დამოუკიდებლობის შელახვის უფლებას არ მოგცემთ - ოხანაშვილი ოპოზიციას
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას არ მისცემენ. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მიზანს მხოლოდ ქვეყნის სუვერენეტის და სასამართლო დამოუკიდებლობის შელახვა წარმოადგენს.
ეს იქნება პოლიტიკური კომისია, რომელსაც არაფერი ექნება საერთო არც ობიექტურობასთან და არც სამართლიანობასთან. ჩვენჩავთვლიდით, რომ თქვენ გაქვთ ობიექტური მიდგომა, თქვენ თუკი დააყენებდით საკითხს, რუსთავი 2-თან დაკავშირეით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. თქვენი ერთადერთი მიზანია სუვერენიტეტის შელახვა და სასამართლო დამოუკიდებლობის შელახვა, რის უფლებასაც არ მოგცემთ, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ოპოზიციამ დღეს საგამოძიებო კომისისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე საკითხის დღესვე განხილვაზე უარი განაცხადა. გადაწყვეტილებას ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.