"შვიდი ენა ვინც იცის, ის ტყვეობაში გყავთ" - ხაბეიშვილის პასუხი უცხო ენის არცოდნაზე
"ოცნების" მიერ მოგონილ ანეგდოტს უწოდებს ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მისი შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს.
სამთავრობო მედიის მიერ დასმულ კითხვაზე ამბობს, არის თუ არა უცხო ენის არცოდნა მისი შესაძლო იმპიჩმენტის ერთ-ერთი არგუმენტი, ხაბეიშვილი პასუხობს, რომ 7 ენის მცოდნე მესამე პრეზიდენტი ოცნებას დაპატიმრებაული ჰყავს, ივანიშვილმა კი ქართულიც არ იცის.
ჩემი იმპიჩმენტის საკითხი, თქვენი მოგონილი ანეგდოტია. 7 ენა რომ იცის ის ადამიანი ტყვეობაში და მძევლობაში გყავთ აყვანილი, თქვენ რა "რუსულ ოცნებას" და არ დაგავიწყდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულადაც ვერ ლაპარაკობს გამართულად". - განაცხადა ხაბეიშვილმა.