"ევრორეკომენდაციების საბოტაჟია" - თალაკვაძე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე

18.04.23 15:43
"ევრორეკომენდაციების საბოტაჟია" - თალაკვაძე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე

არჩილ თალაკვაძის მტკიცებით, ოპოზიციის ინიციატივა, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს, სასამართლო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. 

სახელისუფლები გუნდის წევრი ასევე ირწმუნება, რომ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ეს მოთხოვნა ევრორეკომენდაციების საბოტაჟია. 

რეალურად, ეს ინიციატივა არის სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, ევრორეკომანდაციების საბოტაჟი, ვინაიდან ძალიან კარგად იციან ჩენმა კოლეგებმა, რომ ახლა, როდესაც ევრრეკომენდაიების შესრულება მიმდინარეობს, ამის მთავარი ნაწილია სწორედ სასამართლო რეფორმები, - თქვა სხდომაზე თალაკვაძემ. 

ოპოზიციამ დღეს საგამოძიებო კომისისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე საკითხის დღესვე განხილვაზე უარი განაცხადა. გადაწყვეტილებას ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.