სულ რომ ყირაზე გადახვიდეთ, ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას არ მოგცემთ - ღუდუშაური ოპოზიციას

18.04.23 15:56
სულ რომ ყირაზე გადახვიდეთ, ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას არ მოგცემთ - ღუდუშაური ოპოზიციას

ოპოზიციის ინიციატივას, რომელიც დასანქცირებული მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს, "ქართული ოცნება" თავდასხმით პასუხობს.

ალუდა ღუდუშაურმა დღეს ოპონენტებს პირდაპირ უთხრა, რომ ყირაზე გადასვლის შემტხვევაშიც კი ხელისუფლებლაში მოსვლის საშუალებას არ მისცემენ. 

საუბრობენ ყველაფერ იმაზე, რასაც ეს ადამიანები ცოცხებით და ყავარჯნიანი კაცით აკეთებდნენ. ამიტომ გეძახით აი, ამ რადიკალებს. სულ რომ ყირაზე გადახვიდეთ, თქვენ ქართელი ხალხი, ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენ დაბრუნდეთ ხელისუფლებაში, - თქვა სახეისუფლებო გუნდის წევრმა.

ოპოზიციამ დღეს საგამოძიებო კომისისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე საკითხის დღესვე განხილვაზე უარი განაცხადა. გადაწყვეტილებას ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.