პარტიაში არ არსებობს არანაირი ვინმეს გუნდი, არის მიშა სააკაშვილის გუნდი - ხაბეიშვილი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტიაში ცალ-ცალკე გუნდები არ არსებობს და თუ კი ვინმეს ცალკე გუნდის წევრობა სურს, მას შეუძლია პოლიტიკური პარტია შექმნას.
„არ არსებობს არანაირი ვინმეს გუნდი არსებობს ნაციონალური მოძრაობის გუნდი და არსებობს პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდი ნაციონალურ მოძრაობაში. სხვა გუნდები ბუნებაში არ არსებობს. თუ ვინმე მელიას გუნდად თვლის თავს კიდევ გავიმეორებ შეუძლიათ მათი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა შესაბამისი პარტიით ნაციონალურ მოძრაობაში არავის გუნდი არ არსებობს, განსაკუთრებით ხაბეიშვილის გუნდი. აქ არის ნაციონალური მოძრაობა არის ერთი გუნდი და არის მიშას გუნდი". - ამბობს ხაბეიშვილი.
ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ასევე ისაუბრა არჩევნებთან დაკავშირებითაც და თქვა, რომ ამის შესახებ საზოგადოებას ამ კვირაში ეცოდინება.
რაც შეეხება მეორე საკითხს, არჩევნებთან დაკავშირებით, მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ამ კვირაში ნაციონალური მოძრაობა დააანონსებს და საზოგადოებას ექნება ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, როგორც იყო დაპირების შესაბამისად 63 მუნიციპალიტეტში ღია გამჭვირვალე არჩევნებს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც უნდა ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის ორგანიზაციის ქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, მათ შეუძლიათ რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ნაციონალური მოძრაობა არის ღია გამჭვირვალე, დემოკრატიული პარტია და სხვათა შორის საქართველოში არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი, როგორითაც ნაციონალურ მოძრაობაში ირჩევენ თავმჯდომარეს და იგივე იქნება მუნიციპალურ დონეზეც. ჩვენ კიდევ ერთი სიახლე შემოგვაქვს და ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი ნაციონალურ მოძრაობაში არის არჩევითი იქნება და მეტიც ფართომასშტაბიან დიდ საარჩევნო მარათონს დავიწყებთ 63 მუნიციპალიტეტში. ასევე ცხადია, ყველა ეს ადამიანი, რომელიც იქნებიან არჩეულები ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში პარტიის თავმჯდომარეებად მათ ეყოლებათ წარმომადგენელი პოლიტიკურ საბჭოში შესაბამისად ფაქტობრივად, ამ წუთას თბილისის ჩათვლით 73 მანდატი არის არჩევნების გზით გასათამაშებელი. ყველას შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება. დეტალებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში, როცა შეთანხმდება წესი და ა.შ. საზოგადოებას ინფორმაცია ექნება". - განაცხადა ხაბეიშვილმა.