ზელენსკიმ დონეცკის რეგიონში ვიზიტისას უკრაინული დაცვის მოწინავე პოზიციები მოინახულა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის რეგიონში ჩავიდა და უკრაინელი დამცველების მოწინავე პოზიციები პირადად მოინახულა.
ზელენსკი საზღვაო ქვეითებსა და საარტილერიო დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე მაქვს პატივი დღეს ვიყო აქ, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სამსახურისთვის, ჩვენი მიწის, უკრაინის, ჩვენი ოჯახების დაცვისთვის. გილოცავთ დღესასწაულებს, აღდგომას და გისურვებთ მხოლოდ გამარჯვებას - რასაც ვუსურვებ თითოეულ უკრაინელს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გისურვებთ ჯანმრთელობას ყველას და თქვენს ოჯახებს და გულწრფელად მადლობელი ვარ ყველა უკრაინელისგან, იმ დიდი მოგზაურობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ატარებთ“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.