პაპუაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა - საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში დღეს დადგება
პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება შეცვალა - საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტმა კენჭი შესაძლოა, დღეს უყარონ. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სხდომაზე ბევრი საკითხი განსახილველი არ იყო, ამიტომ კენჭისყრისთვის დრო არსებობს.
საგამოძიებო კომისიაზე გთხოვთ, რომ მოემზადოთ, გამოიტანოთ ეს საკითხი. ბევრი საკითხი, როგორც ჩანს, არ გვექნება, ხვალ გვექნება გარკვეული ნაწილი საკითხებისა, - თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიცია ახალ მობილიზაციას იწყებს. ამ წუთებში პარლამენტში 40 დეპუტატია, რაც საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საკმარისი ხმა არ არის.