ხაბეიშვილი "ტვ პირველს": იკისრეთ შუამავლობა, მელიას, თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ

18.04.23 17:20
ხაბეიშვილი "ტვ პირველს": იკისრეთ შუამავლობა, მელიას, თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ

ლევან ხაბეიშვილი "ტვ პირველს" სთხოვს შუამავლის როლი იკისროს და მელიას გუნდის მოთხოვნები პარტიამდე მიიტანოს.

ხაბეიშვილი მზადაა პოლიტსაბჭოს არჩევნები თავიდან ჩაატაროს და ამბობს, რომ ნიკა მელიას და მის გუნდს, თავმჯდომარეობის გარდა ყველა თანამდებობას დაუთმობს ენმ-ში.

თავმჯდომარეობის გარდა ყველაფერს დავუთმობ, ვინ გადავაგდოთ მითხარი. დავიღალე მართლა, აღარ შემიძლია. დაბნეული ვარ, რა უნდათ ვერ გავიგე. საუკეთესო შუამავალი იქნები, ჩემი აზრით და მედიამ შეგიძლიათ აიღოთ თქვენს თავზე მედიატორის როლი. რა ჩივილები აქვთ თქვან და მე მზად ვარ მათი ჩივილები დავაკმაყოფილო, თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვება. იქნებ სამდივნოში უდნათ ყოფნა, იქნებ პოლიტსაბჭოში. არჩევნებიო რომ იძახიან, სადაც უნდათ. 63 არჩევნებს ვატარებ, ჩავატარებ ყველა არჩევნებს. არჩევნებს რაც ეხება, მოქმედი პარტიის თავმჯდომარე იყო, წესი თავად შეიმუშავეს, კომპანია თავად მოიყვანეს, თვად დათვალეს, მოვიგეთ ეს არჩევნები თვენახევრის წინ, ამიტომ შენ თუ ამ ამბავს მოიტან, რომ არჩევნებით დამთავრდება, სადაც გინდათ ჩავატაროთ. ოღონდ მოიტანეთ მათი მოთხოვნები და ჩვენ ყველა გავალთ პოლიტსაბჭოში, ვინც არჩევნები მოვიგეთ და თვითონ იყვნენ, არ გავქვს პრობლემა. ოღონდ ბიძინას ებრძოლონ და მოვიდეს ყველა. სამდივნოებში უნდათ? იქაც მოვიდნენ.ოღონდ მისამართი გაასწორონ, პოლიტსაბჭოში კი არა, სადაც უნდათ, რა უნდათ ოღონ თქვან და დაასრულონ მოთქმა-ტირილი-გოდება". - ამბობს ხაბეიშვილი.