25% გადაეცემა ფორმულელებს, ადამიანებს ვისაც ეკრანებიდან იცნობთ და მათ ვინც კადრს მიღმა დგას - ზუკა გუმბერიძე
ტელეკომპანია "ფორმულას" საკონტროლო პაკეტის 25% გადაეცემა ფორმულელებს - საზოგადოებისთვის ნაცნობ ადამიანებს, რომლებიც ეკრანებზე ჩანან და დგანან ხოლმე კადრს მიღმა - ამის შესახებ ფორმულას გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ განაცხადა.
ამ ეტაპზე ზუსტი სია თუ ვისზე გადანაწილდება წილები უცნობია.
მიუხედავად იმისა, რომ აქ დასაქმებულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ ფორმულას სარედაქციო პოლიტიკას განვსაზღვრავდი მე, როგორც ამ არხის გენერალური დირექტორი, მენეჯმენტი, ვისაც ეს პირდაპირ ევალებოდა და ასევე ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც აქ მუშაობს, ამის გარდა, ჩვენ გვინდა, რომ დამატებითი იურიდიული ჩარჩოც იქნას შექმნილი იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების მერე გამორიცხული იყოს რომელიმ ერთი დამფუძნებლის მხრიდან კომპანიაში საკონტროლო წილის ფლობა ან ერთპიროვნულად სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობაც კი.
25% გადაეცემა ფორმულელებს, ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებსაც თქვენ კარგად იცნობთ ეკრანებიდან და ესენი ასევე იქნებიან ადამიანები, რომლებიც დგანან ხოლმე კადრს მიღმა და უზარმაზარ როლს თამაშობენ, რომ ფორმულა მაუწყებლობდეს ამ ფორმით. ეს გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო და ამის გამოცდილებები არ არსებობს, შესაბამისად, ჩვენ ჯერ არ გვაქვს ზუსტი მოდელი, არ ვიცით ადამიანების ზუსტი სია, ვინ იქნებიან ეს დამფუძნებლები, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება მაყურებელთან და საზოგადოებასთან, ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე". - ამბობს გუმბარიძე.