კეზერაშვილი ბრალდებებს სამართლებრივ პასუხს გასცემს, წილების დათმობა უმნიშვნელოვანესია ფორმულასთვისაც - ხაბეიშვილი

18.04.23 17:40
კეზერაშვილი ბრალდებებს სამართლებრივ პასუხს გასცემს, წილების დათმობა უმნიშვნელოვანესია ფორმულასთვისაც - ხაბეიშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, "ფორმულას" დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანიის წილები დათმო. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია თავად "ფორმულასთვისაც", რომ მათ წინააღმდეგ არსებული წნეხი მოიხსნას.

რაც შეეხება ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს, ხაბეიშვილი ამბობს, რომ კეზერაშვილი ყველა ბრალდებას სასამართლოზე გასცემს პასუხს.

„BBC-ის გამოძიება არის უმნიშვნელოვანესი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას სამართლებრივი პასუხები გაეცემა და უნდა გაეცეს. ამ გამოძიებაში, რომ კონკრეტული ადამიანები იყვნენ ნახსენები მგელაძე, ბენიამინი. ეს ხალხი დღეს პირდაპირ დაკავშირებულია რუსულ ოცნებასთან, ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. კეზერაშვილი თავად გასცემს პასუხს თუ რაიმე გამოძიება იარსებებს. მნიშვნელოვანია, მათ შორის ტელეკომპანია ფორმულასთვის, რომ კონკრეტული წნეხი, რაც შეიძლება იყოს მათზე ეს ყველაფერი მოიხსნება. ექსტრადიციაზე, რომ საუბრობენ სასაცილოა იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის სასამართლოებში ეს ადამიანი გამართლებულია ამიტომ ისინი ბოდავენ“ - ლევან ხაბეიშვილი.