ეს არის „მოდელირებული ქრონიკა“ - ინფრასტრუქტურის მინისტრი ირწმუნება, რომ რიკოთზე გადადგილება უსაფრთხოა

18.04.23 17:36
ეს არის „მოდელირებული ქრონიკა“ - ინფრასტრუქტურის მინისტრი ირწმუნება, რომ რიკოთზე გადადგილება უსაფრთხოა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრი ირაკლი ქარსელაძე ირწმუნება, რომ რიკოთზე გადადგილება უსაფრთხოა.

მინისტრმა განმარტა, თუ რა პროცესები განვითარდა რიკოთზე, 147-ე კილომეტრზე და ისიც აღნიშნა, რომ რასაც ოპოზიცია რიკოთთან დაკავშირებით ავრცელებს ეს „მოდელირებული ქრონიკაა“

„147-ე კილომეტრზე განვითარდა ქვათაცვენა. ეს შეფასდა მომატებულ საფრთხედ გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალურად თვალნათელი ხდებოდა წვიმის და სხვა კლიმატური ზეგავლენის შედეგად ძალიან დიდი ქვის მასების კონცენტრაცია. მიღებული იქნა ეს {საგზაო მოძრაობის ჩაკეტვის} გადაწყვეტილება და მყისიერად დავიწყეთ პროვოცირება დიდი ქვის მასების ჩამოშლის. რეალურად ამას ვეძახით ჩვენ ფერდის ჩამოწმენდას, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამცირო საფრთხე. ამას მოვუნდით 2 დღისა და ერთი ღამის განმავლობაში. 11:27 წუთზე უკვე გაჩერებული იყო მოძრაობა. ის კადრები, რაც გავრცელდა, არის სწორად გაჩერებული მოძრაობის და პროვოცირების შედეგად მიღებული. ასეთი ლოდი კიდევ ბევრი ჩამოვაგდეთ ამ პერიოდის განმავლობაში. 

ბევრ სხვა არსებულ გზასთან გვაქვს ანალოგიური შემთხვევა და იმასაც ვმართავთ. აქამდე არ დამდგარა ეს საკითხი, მაგრამ როდესაც სურვილი გაქვს, რომ შენი მოსახლეობა დაძაბო, დააშინო, ამით გამოიწვიო მათი უკმაყოფილება, დისკრედიტაცია, როგორც პროექტს, ამ პროექტში ჩართულ ექსპერტს, ადამიანს, მუშას ასე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, არგუმენტების, მტკიცებულებების გარეშე აკეთო, მიუღებელია. ეს არის რეალურად „მოდელირებული ქრონიკა“ რიკოთთან მიმართებაში. საზოგადოებას რომ ეტყვი, „ვაიმე, არაფერი ეშველება, დავიღუპეთ, არ იციან ამათმა“, ეს შეიძლება? მეტი კი არაფერი იყო ტანკის სურათი რომ აჩვენეს, აი, შემოიჭრნენო,“ - განაცხადა ქარსელაძემ.