ზურა ვარდიაშვილი საქალაქო სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა

18.04.23 17:50
ზურა ვარდიაშვილი საქალაქო სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პუბლიკას დირექტორი ზურაბ ვარდიაშვილი 2200 ლარით დააჯარიმა. 

ვარდიაშვილი მიმდინარე წლის 2 მარტს, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. მას გომალაურის უწყება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებებოდა.