უყრიან თუ არა დღეს კენჭს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს - ოპოზიციამ 50 დეპუტატი მოაბილიზა

18.04.23 20:02
უყრიან თუ არა დღეს კენჭს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს - ოპოზიციამ 50 დეპუტატი მოაბილიზა

რეგლამენტით მანიპულირება და პროცედურული ომი პარლამენტში - ამ დრომდე გაურკვეველია საგამოძიებო კომისიის ბედი. ოპოზიციას  სრული მობილიზაციის გამოცხადება დღეს ორჯერ მოუწია, თუმცა  ჯერ ისევ უცნობია დადგება თუ არა დღის წესრიგში კენჭისყრის პროცედურა.

50 დეპუტატი, რომელიც მზად არის კომისიას მხარი დაუჭიროს,  დარბაზშია. სწორედ ამიტომ, გამორიცხული არ არის,  მმართველმა გუნდმა კენჭისყრაე უარი კენჭისყრაზე დღეს უკვე მეორედ თქვას.

სანქცირებულ მოსამართლეებს დღეს უმრავლესობა დემონსტრაციულად  გადაეფარა. რეგლამენტით მანიპულირება "ქართულმა ოცნებამ" მას შემდეგ დაიწყო, რაც დაინახა, რომ  პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ყველა სკამი შევსებული იყო.   ჯერ კიდევ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად უთხრა ოპოზიციას, რომ საკითხის გატანას დღევანდელ სხდომაზე არ აპირებდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც დარბაზში ოპონენტების რიგები შეთხელდა, თუმცა ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ისევ სრული დასწრებაა.

ვრცლად  ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.