საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა - პარლამენტში ქვორუმი ვერ შედგა
საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა - პარლამენტში ქვორუმი ვერ შედგა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.
ოპოზიცია დასანქცირეულ მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრას დღესვე ითხოვდა, თუმცა დღის ბოლომდე საკითხი ღიად რჩებოდა.
სანქცირებულ მოსამართლეებს დღეს უმრავლესობა დემონსტრაციულად გადაეფარა. რეგლამენტით მანიპულირება "ქართულმა ოცნებამ" მას შემდეგ დაიწყო, რაც დაინახა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ყველა სკამი შევსებული იყო. ჯერ კიდევ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად უთხრა ოპოზიციას, რომ საკითხის გატანას დღევანდელ სხდომაზე არ აპირებდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც დარბაზში ოპონენტების რიგები შეთხელდა