ახალი სკანდალი ენმ-ში - ხაბეიშვილის ფლანგი მელიას მომხრეებს რეგიონებში პარტიულ თანამდებობებს ატოვებინებს
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ახალმა სკანდალმა იფეთქა. ნიკა მელიას თანამოაზრეებს პარტიაში თანამდებობების დატოვებას სთხოვენ. ინფორმაციას "პირველებს" ბათუმის საკრბებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე უდასტურებს.
ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ პოსტის დატოვება მას ახალმა მენეჯმენტმა მოსთხოვა.
მითხრეს, რომ უნდა გადავდგე, არგუმენტების გარეშე, ოღონდ თან უნდა გადავდგე და გუნდშიც უნდა დავრჩე და არ უნდა წავიდე და ახალი მენეჯმენტისგან მივიღეს ეს „შეთავაზება“ . სირცხვილია ის განცხადება, თითქოს ისიდნი გვეძახიან სამუშაოდ და ჩენ არ მივდივართ პარტიის ოფისში. იმ ადამიანებმა გადაწყვიტეს სანამ არჩევნები დამთავრდებოდა მანამდე უკვე მიახლოებით იცოდნენ შედეგები და არცევნების მეორე დღესვე მიგვიხურეს კარები და ჩვენ, რომლებიც არ მოვიაზრებოდით ხაბეიშვილი-მერაბიშვილის გუნდშ, ამ ადმიანებთ განწყვიტეს საერთოდ კომუნიკაცია, - ამბობს ნოდარ დუმბაძე.
ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება ხაბეიშვილის ფლანგმა თავისი ძალისხმევა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე მიმართოს.
გადადგომაზე კი არ უნდა ილაპარაკონ: ბიძნა ივანიშვილის დამარცხებაზე, მიხეილ სააკაშვილის გათვაისუფლებაზე და ამ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე უდნა ისაუბრონ, ბუნებრივია და ერთად უნდა დაგეგმონ და დავგეგმოთ შესაბამისი აქტივობები. ამიტომ, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო და როგორც ჩანს, ვიღაცეები აქაც თუ დედაქალაქშიც ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რა მასშტაბის პასუხისმგებლობის აღება მოუწიათ მათ, - ამბოლბს ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე.
„პირველების“ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა მოხდა ოზურგეთშიც, სადაც დავით მჟავანაძეს, რომელიც იქ ენმ-ს თავმდჯომარის თანამდებობას იკავებს, ხაბეიშვილის წარმომადგენლებმა თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკლავშირებით მჟავანძე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.