"ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ ბოლომდე ჩაყვეს საფლავში კლანს - სამნიძე

19.04.23 11:07
"ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ ბოლომდე ჩაყვეს საფლავში კლანს - სამნიძე

მოსამართლეების დასაცავად გაერთიანებულმა "ოცნებამ" საგამოძიბეო კომისის შექმნა ჩააგდო - "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი მზადაა კლანს საფლავში ჩაყვეს და ყველაფერი გააკეთოს რომ კომისია არ შეიქმნას.

"ოცნება" გააკეთებს ყველაფერს, რომ ბოლომდე ჩაყვეს საფლავში კლანს. გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არ შეიქმნას კომისია და ნათელი არ მოეფინოს იმ დანაშაულებებს, რომელსაც კლანი ჩადის. ამისთვის გამოიყენებს პროცედურულ შესაძლებლობებს. გამოუვალ მდგომარეობაშია "ოცნება", იმიტომ, რომ ოპოზიცია არის მობილიზებული და ავტომატურად დადგება შემდეგ ჯერზე კენჭისყრაზე კომისიის შექმნის საკითხი". - ამბობს ხათუნა სამნიძე.

კომისის შექმნის ჩაგდების მიუხედავად, დღეს "ქართული ოცნება" ისევ იძულებული გახდება ეს საკითხი ისევ კენჭისყარზე გიატანოს. პარლამენტში სესია 12 საათზე იწყება, ამიტომ დილიდან იქ ისევ ოპოზიციის მობილზიებაა, თუმცა დიდი ალბათობით, "ქართული ოცნება" ისევ პროცედურულ ხრიკებს მიმართავს და საკითხს კენჭისყრაზე მაშინ გაიტანს, როდესაც დარბაზში ოპოზიციის საჭირო რაოდენობა არ იქნება.