"შეცდომა იქნება გამოსწორებული" - ჩატარდება თუ არა ვადამდელი არჩევნები ენმ-ში?

19.04.23 11:27
"შეცდომა იქნება გამოსწორებული" - ჩატარდება თუ არა ვადამდელი არჩევნები ენმ-ში?

ჩატარდება თუ არა ვადამდელი არჩევნები ნაცმოძრაობაში? ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირების მოგვრების გზას მხოლოდ ახალ არჩევნებში ხედავენ. განცხადება კობა ნაყოფიამ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში " გააკეთა.

ნაყოფია ახალ მმართველობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ შეცდომები, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა დაუშვა ახალი არჩევნებით ან ახალი ყრილობის ჩატარებით გამოსწორდება. ნაყოფია ამბობს, რომ ამ თემაზე კონსულტაციები პარტიაში დაწყებულია.

„მაქვს კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან და ალბათ უახლოს პერიოდში შეიძლება რაღაც ამ მიმართულებით გახდეს ახალი გარემოებები ცნობილი, მაგრამ ის ვითარება რა ვითარებაც დღეს შეიქმნა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს ირგვლივ, ნორმალურად ნამდვილად არ მიმაჩნია და ის შეცდომა, მე ამას პირდაპირ ვამბობ, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, რომელიც იქნა მიღებული თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, დაუშვა ახალმა მენეჯმენტმა და ახალმა ხელმძღვანელობამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იქნება გამოსწორებული. ეს იქნება არჩევნები, თუ ეს იქნება ახალი ყრილობის ჩატარება, თუ თუ სტატუს-კვოს აღდგენა თუ ასე შემდეგ სხვა გზას მე ამ ჩიხიდან გამოსასვლელს ვერ ვხედავ“ - განაცხადა კობა ნაყოფიამ.