"ოცნებამ" კენჭისყრა დემონსტრაციულად ჩააგდო და ამით თქვა, რომ კლანს უჭერს მხარს - ნაზი ჯანეზაშვილი

19.04.23 11:25
"ოცნებამ" კენჭისყრა დემონსტრაციულად ჩააგდო და ამით თქვა, რომ კლანს უჭერს მხარს - ნაზი ჯანეზაშვილი

"სასამართლოს გუშაგის" თავმჯდომარე ფიქრობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი განგებ შეუშალეს და კენჭისყრა დემონსტრაციულად არ გაიარეს. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, სახელისუფლებო გუნდის ლიდერები სასამართლო კლანს მხარს ღიად უჭერენ და არც მათი საქმიანობის გამოძიება სურთ.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე-შენგელიას მმართველობა სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის და ამას, ფაქტობრივად, პოლიტიკოსებიც აღიარებენ. 

დემონსტრაციულად მათ არ გაიარეს კენჭისყრა და პირდაპირ თქვეს ის, რომ ისინი მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და შენგელიას უჭერენ მხარს. კობახიძე საუბრობდა იმაზე, რომ ადეიშვილის დროს მოსამართლეებს არ ჰქონდათ კლანური ავტონომია და ეს არის სასაცილო, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, მან აღიარა ამ განცხადებით, რომ დღეს სასამართლოში არსებობს კლანი, მაგრამ მათ აქვთ ავტონომია და რალურად, ეს ასეა და აქ ის მართალი იყო. დღეს სასამართლო არის იმდენად იზოლირებული და იმდენად ავტონომიური ამ მმართველობის გამო, რომელიც სასამართლოში არის და რომელიც დამკვიდრდა მურუსიძე-ჩინჩალაძის და შენგელიას მიერ, რომ პირდაპირ უქმნის საფრთხეს სასამართლოს დამოუკიდებლობას და თანაც ამას აღიარებენ, ფაქტობრივად, პოლიტიკოსები, - ამბობს ჯანეზაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გუშნ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა. პარლამენტში ქვორუმი ვერ შედგა.