აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების საკითხი - "ლელომ" ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში დაიბარა
ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტშია. ზურაბ აზარაშვილი საკანონმდებლო ორგანოში პარტია "ლელომ" დაიბარა. მინისტრმა ოპოზიცინერი დეპუტატების კითხვებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე უპასუხა.
ოპოზიციას ზურაბ აზარაშვილთან ძირითადი კითხვები აქონდროპლაზიის პრობლემის მქონე ბავშვების მიმართ სახელმწიფოს მიდგომასთან დაკავშირებით ჰქონდა, ამიტომ სხდომას დეპუტატებთან ერთად ბავშვების მშობლებიც დაესწრნენ.
„ლელოს“ წევრი და სამედიცინო ექსპერტი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ფული არის, თუმცა მას მთავრობა არამართზომიერად ხარჯავს.
აქ არის მხოლოდ და ამხოლოდ პოლიტიკური საკითხი ანუ პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება ამ საკითხს. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამას ვყიდულობთ. როაც არსებობს მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება და რომელიც შანსს აძლევს ამ ადამიანებს. იქ მარტო ზრდაზე არ არის, იქ სხვა ბევრი პრობლემებია, რომელსაც ამ მედიკამენტს აქვს საშუალება მოაგვაროს. ბატონი კალაძის მერიამ 10 მლნ უნდა დახარჯოს 200 ურნაში, ჭკვიან ურნებს რომ ეძახიან, იტალიაში უნდა ვიყიდოთ... მოდით, ნუ ვისაუბრებთ, როდესაც თავდაცვის მინისტრი ძალიან ძვირიან თოფებს საჩუქრად ყიდულობს, ნუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ფული ქვეყანაშ არ არის, - ამბობს „ლელოს“ წევრი და სამედიცინო ექსპერტი ვატო სურგულაძე.
სხდომიდან გამოსული ჯანდაცვის მინისტრი კი ირწმუნებოდა, რომ ადონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად უწყება ყველაფერს აკეთებს, თუმცა კონკრეტულ ვადებზე საუბარი არასწორია.
ჩვენ მზად ვართ და ნებისმიერი საჭიროება, ეს ფსიქოლოგთან დაკავშირებული იქნება, იგივე მასაჟთან დაკავშირებული და სხვა დასხვა ჩართულობა, სადაც ჩენი ჩართულობაა საჭშირო, მზად ვართ განვიხილოთ და ამ ნაწილშიც ვუზურნველყოთ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. ასევე, შევთავაზე იმ ბავშვებისთვის, სადაც შეიძლება თანმდევი დაავადებებიც იყოს და სიცოცხლის რისკთან იყოს დაკავშირებული დიაგნოსტიკა როგორც ქვეყნის შგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ საბჭოს და კონსულტაციების ფორმატში ხდება მედიკამენტების მკურნალობაშ ჩართვა-არჩართვა და არც მინისტრის, არც მოადგილეების დონეზე მსგავსი გადაწყვეტილ;ებები ერთპიროვნულად არ მიიღება, - თქვა აზარაშვილმა.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე დიდი ხანია ჯანდაცვის სამინისტრის იმ მედიკამენტის გადაცემას ითივენ, რომელიც მათი შვილების კიდურების ზრდას უწყობს ხელს. ისინი ამბობენ, რომ დროს მათი შვილებისთის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.