გორის მერი კიდევ ერთ მრჩეველს იმატებს - ხინჩეგაშვილს, ორი თანაშემწე, ორი მოადგილე და ორი მრჩეველი აღარ ჰყოფნის
ორი თანაშემწის, ორი მოადგილის და ორი მრჩეველის შემდეგ, გორის მერს კიდვე ერთი ახალი მრჩეველი ეყოლება. ახალი მრჩეველი მოჭიდავე მერს რჩევებს კულტურულ და არქეოლოგიურ ობიექტებთან დაკავშირებით მისცემს. ლადო ხინჩეგაშვილმა ახალი თანამშრომლის ასაყვანად საკრებულოს უკვე მიმართა.
ოპოზიციისთვის გაუგებარია, რისთვის სჭირდება ამ რაოდენობის მრჩეველი მერს.
„იმის ფონზე, რომ გორის მუნიციპალიტეტმა ვერ გამონახა თანხები და მის მოქალაქეებს არ მიულოცა აღდგომა და არ დაურიგა სააღდგომო ამანათები, გორის მერი კიდევ ერთ მრჩეველს იმატებს იმიტომ, რომ მას სურს კიდევ ერთხელ ასიამოვნოს ის ხალხი, რომელიც გვერდში დაუდგა არჩევნების პერიოდში და ზუსტად ამ ხალხმა ის მოიყვანა და დასახვა გორის მერად“ - ამბობს ევროპული საქართველოს" გორის რაიონული ხელმძღვანელი ეთერ ჯალაღანია.