პირველი შეხვედრა მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ - პრემიერი, ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს შეხვდა
პირველი შეხვედრა მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთან. პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა.
ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ნაბიჯებს.
"ირაკლი ღარიბაშვილმა და ერიკა ოლსონმა ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარისი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე", - ნათქვამია ინფორმაციაში.