ორად გაყოფილი ენმ შიდაპარტიულ არჩევნებს აანონსებს - ლევან ხაბეიშვილის განცხადება

19.04.23 12:54
ორად გაყოფილი ენმ შიდაპარტიულ არჩევნებს აანონსებს - ლევან ხაბეიშვილის განცხადება

ორად გაყოფილი ნაციონალური მოძრაობა შიდაპარტიულ არჩევნებს აანონსებს. რეგიონული არჩევნები 73 ოლქში ჩატარდება. ოპოზიციური პარტიის წევრები რეგინული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს აირჩევევენ. განცხადება ლევან ხაბისვილმა გააკეთა. ხაბეიშვილი წინასაარჩევნო  სამუშაო ჯგუფებში ჩართვისკენ ყველას მოუწოდებს, ვადას კი 30 აპრილამდე აწესებს.

"საუბარია 73 საარჩევნო ე.წ. ოლქზე, ყველგან ჩატარდება არჩევნები და ენმ-ის ამომრჩევლები მიიღებენ გადაწყვეტილებას ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქში რაიონული, საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ასევე, ყველა რაიონს, ქალაქს, მუნიციპალიტეტს ანუ 73-ვეს ეყოლება წარმომადგენელი პოლიტსაბჭოში.

30 აპრილამდე ენმ-ის ცენტრალურ ოფისში მოგვმართეთ წერილობით, რომ ჩაერთოთ სამუშაო ჯგუფში, ან გაქვთ რაიმე სხვა ინიციატივა. 30 აპრილიდან სამუშაო ჯგუფს დაევალება კონკრეტული თარიღების გამოცხადება, წესის შემუშავება იმისთვის, რომ ყველა ქალაქში, ყველა რაიონში, ყველა მუნიციპალიტეტში არჩეული იქნენ ამომრჩევლის მიერ და არა დანიშნული ყველა ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომლებსაც წარმომადგენლობა ეყოლებათ პოლიტიკურ საბჭოში",- აღნიშნა ხაბეიშვილმა.