ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში - სხდომა დეპუტატების ჩხუბით გაიხსნა
ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში - სხდომა დეპუტატების ჩხუბით გაიხსნა. სიტუაცია იმდენად დაძაბული იყო, რომ სხდომათა დარბაზში უსაფრთხოების სამსახური იყო მობილიზებული. "ქართული ოცნების " და "ნაციონალური მოძრაობის" წერვებმა ერთმანეთს "კორუმპირებულები, მონები და მძარცველები" ეძახეს.
ჩხუბი ოპოზიცინერი დეპუტატების განცხადებას მოჰყვა, რომლებმაც მმართველი პარტია უსაქმურობაში და ბიუჯეტის შეუსრულებლობაში დაადანაშუალა.
თქვენივე წარმოდგენილი დოკუემნტაციიდან, აქ რაც დადღაბნეთ, ირკვევა, რომ ბიუჯეტის საერთოს შესრულება გაქვთ 72%! ბიუჯეტის ფულს თქვენს ჯიბეში იდებთ და ამ დროს სამუშაოებს ვერ ასრულებთ, - უთხრა დეპუტტამა თათია ნიკოლაიშვილმა "ოცნების" წარმომადგენლებს.
თავის მხრივ, "ქართული ოცნების" წევრებმა ნიკოლაიშვილს უთხრეს, რომ მისი პარტია კეზერაშვილის კორუფციით ნაშოვნი ფულით ფინანსდება.
ამ წუთებში ოზურგეთის საკრებულოში შესვენებაა გამოცხადებული, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.