სოფელ ღვანკითში შვილმა მამა მოკლა

19.04.23 13:14
სოფელ ღვანკითში შვილმა მამა მოკლა

მკვლელობა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში - გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა, მძინარე მამას ნაჯახი ჩაარტყა და მოკლა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.