ოპოზიციამ 50 დეპუტატი ისევ მოაბილიზა - რას იზამს "ოცნება"?
პარლამენტში 50 ოპოზიციონერი დეპუტატია მობილიზებული. ისინი კენჭისყრაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გატანის მოლოდინში არიან. ამის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება საკითხს კენჭისყრაზე მხოლოდ მაშინ გაიტანს, როცა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების საჭირო რაოდენობა არ იქნება.
ისინი ელოდებიან, რომ ოპოზიციას დააკლდეს ერთი ან ორი ხმა, ერთი ხმაც საკმარისია, იმიტომ, რომ იცით, რომ ზუსტად 50 ვართ, იმისთის, რომ უცებ ჩაატარონ კენჭისყრა და ჩავარდეს საკითხი, რომელსაც უკვე 6 თე მერე ვეღარ დავაყენებთ. ამის მიუხედავად, ოპოზიცია არის ორჯერ უფრო მობილიზებული, ჩვენ გვაქვს ერთამენთთან კომუნიკაცია და ვიქნებით საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ ეს ვერ შეძლოს. თქვა ბატონმა კობახიძემ, რომ ჩვენ მოსამართლეებს დავიცავთო, მათ ხელშეუხებლობას ვუზრუნველყოფთო... ეს არის დასტური, რომ თავადაც არის კლანის გაგრძელება და კლანის ნაწილი და დიახ, ეს არის საფუძველი იმის,რ ომ სანქციები შეეხოს უკვე იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ასკუთარი მოქმედებებით, საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, განცხადებებით და ნაბიჯებით ადასტურებენ, რომ არიან ამ კლანის ნაწილი, - ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმდჯომარე ხათუნა სამნიძე.
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" დღეს რეალურად, ბიძნა ივანიშვილთან ერთად კლანის სამსახურშია ჩამდგარი.
„ოცნებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას ორი მიზეზით: ერთი, ეს არის რა თქმა უნდა, ის საბოტაჟი, რომელსაც "ქართული ოცნება" უწევს დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მეორე, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მურუსიძემ და სასამართლო კლანმა იგრძნოს, რომ მათ ყველგან და ყოველთვის დაიცავს "ქართული ოცნება" და რეალურად, დღეს "ქართული ოცნება" არის ჩამდგარი ბიძინა ივანიშვილთან ერთად მურუსიძის კლანის სამსახურში, - სალომე სამადაშვილი.