სოლიდარობა სანქცირებულ მოსამართლეებს - კობახიძე კლანს ღიად იცავს

19.04.23 15:09
სოლიდარობა სანქცირებულ მოსამართლეებს - კობახიძე კლანს ღიად იცავს

"ქართული ოცნება" სანქცირებულ მოსამართლეებს სოლიდარობას ღიად უცხადებს. როგორც პლენარულ სხდომაზე მმართველი პარტიის თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ისინი რეგისტრაციას არც დღეს გაივლიდნენ. 

კოლეგებო, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს. აქედან გამომდინარე, დღესაც არ გაივლის საპარლამენტო უმრავლესობა რეგისტრაციას,  - აღნიშნა კობახიძემ.

"ქართული ოცნება" პროცედურულ ომს აგრძელებს - პარლამენტში ქვორუმი ისევ ვერ შედგა. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე ისევ ვერ დადგა. 

ქვორუმისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა პარლამენტში იყო წარმოდგენილი, თუმცა "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არც ამჯერად გაიარეს.