"ოცნება" კლანის ვალშია და ამიტომ მფარველობს მათ - კორძაია

19.04.23 15:23
"ოცნება" კლანის ვალშია და ამიტომ მფარველობს მათ - კორძაია

ეს იყო ლუსტრაცია იმის, რომ "ქართული ოცნება" კლანს მფარველობს, - ასე შეაფასა თამარ კორძაიამ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრის მეორედ ჩაგდება. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი სანქცირებულ მოსამართლეებთან ვალშია. 

პრემიერ-მინისტრი აფარებს ხელს სასამართლოში გავლენიან ფიგურებს, ასევე საქართველოს პარლამენტი ცდილობს, რომ დაფაროს ის კორუფციული პრობლემები, რაც სასამართლო სისტემაში არის. ეს არის უკვე ცალსახა დადასტურება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ მფარველობს სასამართლო კლანს. ამაზე მეტ ლუსტრაციას თავად კომისიის შექმნაც კი ვერ შეძლებდა დღევანდელი ხერლისუფლების, რაც თვითონ გააკეთეს ამ ორი დღის განმავლობაშ. არანაირი არგუმენტი არ ჰქონდათ მათ ამის გაკეთების, ერთადერთი არის ის, რომ უბრალოდ, ისინი ვალში არიან სასამართლო კლანთან და მფარველობენ მათ, - თქვა კორძაია.