უნდა ვკონცენტრირდეთ სწორ მომავალზე - თინა ბოკუჩავა პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე

19.04.23 15:25
უნდა ვკონცენტრირდეთ სწორ მომავალზე - თინა ბოკუჩავა პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე

ენმ გაყოფის ზღვარზე  - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავას პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას  2016 წლის მოვლენებს იხსენებს,  როცა გიგა ბოკერიამ თანამოაზრეებთან ერთად პარტია დატოვა. 

ბოკუჩავა იქვე აღნიშნას, აღნიშნავს, რომ 2016 წლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდა და არჩევნებზეც დიდი შედეგი დადო. 

დეპუტატს დღეს არ უსაუბრია, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პარტია ორად გაიყოფა. 

მე ცოტა უკვე გრძელი პოლიტიკური მეხსიერება მაქვს იმისთვის, რომ ეს ვერსია დავიჯერო მათ შორის იმიტომ, რომ ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში 2016 წელს, როდესაც არსებობდა ამის დიდი ვარაუდი და მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ მაშინ ბევრმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი პარტიიდან გასვლის შესახებ, მათ შორის ძალიან ბევრმა პარლამენტის წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაძლიერდა ამის შემდეგ მათ შორის, საარჩევნო შედეგი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნებზე, შეიძინა ძალიან ბევრი ახალი პოლიტიკური ფიგურა და ახლაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ვკონცენტრირდეთ სწორედ მომავალზე“ - თინა ბოკუჩავა.