„რუსულმა ოცნებამ“ პარალიზება გაუკეთა საპარლამენტო მუშაობას“ - კახა ოქრიაშვილი
„რუსულმა ოცნებამ“ პარალიზება გაუკეთა საპარლამენტო მუშაობას“ - ასე აფასებს "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი ფაქტს, რომლის მიხედვითაც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო დღესაც ვერ შედგა.
ოქრიაშვილის განცხადებით, მმართველმა პარტიამ საკანონმდებლო საქმიანობა პრაქტიკულად შეაჩერა.
მისივე შეფასებით, "რუსული ოცნება“ არის დესტრუქციული, თაღლითური, მაფიოზური გაერთიანება, რომელიც შიშითა და ტყუილით მართავს ქვეყანას.
დღეს, ზედიზედ მეორე დღეა, „რუსულმა ოცნებამ“ პარალიზება გაუკეთა საპარლამენტო მუშაობას. მათ, პრაქტიკულად, შეაჩერეს საკანონმდებლო საქმიანობა, ოღონდ არ შეიქმნას მოსამართლეების კორუფციასთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისია. ეს იმის პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ქვეყანაში გვაქვს სისტემური კორუფცია და პარლამენტიც და სასამართლოც ამ კორუფციული ჯაჭვის რგოლები არიან. „რუსული ოცნება“ არის დესტრუქციული, თაღლითური, მაფიოზური გაერთიანება, რომელიც შიშითა და ტყუილით მართავს ქვეყანას. შედეგად, სახეზე გვაქვს ქვეყნის რეგრესი ყველა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით.
იმედისმომცემია, რომ მოსახლეობის 90 %-ს უნდა ევროკავშირის წევრობა და იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. ეს ძალა და მონდომება ძალიან მალე შეცვლის ამ თაღლით ხელისუფლებას!"- აცხადებს კახა ოქრიაშვილი.