"ოცნების" დიდი დაზღნერთება - გიორგი ვაშაძე კვორუმის ჩაგდებაზე
"სტრატგეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ ქვორუმის მეორედ ჩაგდებით "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა და სასამართლო კლანის არსებობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. გიორგი ვაშაძის თქმით, ხელსუფლებამ საკუთარი თავის წინააღმდეგ მტკიცეულებები თავადვე შექმნა.
მტკიცებულებებს, რომელსაც ზოგიერთი მაინც იმეორებდა, მესიჯს, რომ „სად არის მტკიცებულება“? აი, ბატონო, მტკიცებულება კლანის არსებობის საქართველოში. 7-8 მარტს რომ დაიწყო მათი მარცხი, აი, ახლა არის დიდი დაზღნერთება ხალხის თვალში „ქართული ოცნების“ , რომ რეჟიმი იცავს კლანს, რეჟიმი არის დაკავშირებული კლანთან და ყველა მტკიცებულება თვითონ შექმნეს თავის თავის წინააღმდეგ, - თქვა ვაშაძემ.
"ქართული ოცნება" პროცედურულ ომს აგრძელებს - პარლამენტში ქვორუმი ისევ ვერ შედგა. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე ისევ ვერ დადგა.
ქვორუმისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა პარლამენტში იყო წარმოდგენილი, თუმცა "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არც ამჯერად გაიარეს.