ენმ-ს სასამართლოზე არ ვალაპარაკებთ, ეს პრინციპული საკითხია - ირაკლი კობახიძე

19.04.23 15:39
ენმ-ს სასამართლოზე არ ვალაპარაკებთ, ეს პრინციპული საკითხია - ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის თავმდჯომარე ღიად ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სასამართლოსთან  დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას არ მისცემს. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პრინციპული საკითხია.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობამ“ საქართველოში არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე. ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის. არავის არაფრის არ ეშინია, რა თქმა უნდა. რაც შეეხება გამოძიებას, აქ არავითარი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ პრობლემა არის იმაში, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვალაპარაკებთ სასამართლოზე „ნაცმოძროაბას“. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. „ნაცმოძრაობა“ არის კრიმინალური სისხლიანი ძალა. შეიძლება გეშინოდეს სამართლიანი სასჯელი თუ ასეთი რამე თეორიულად განიხილება, - ამბობს კობახიძე. 

"ქართული ოცნება" პროცედურულ ომს აგრძელებს - პარლამენტში ქვორუმი ისევ ვერ შედგა. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე ისევ ვერ დადგა. 

ქვორუმისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა პარლამენტში იყო წარმოდგენილი, თუმცა "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არც ამჯერად გაიარეს.