ამ ფორმით ენმ-ს გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა - რომან გოცირიძე
ამ ფორმით პარტიის გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა - ამის შესახებ რომან გოცირიძემ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებაა, თუმცა დეპუტატი იქვე ამბობს, რომ ამის ალბათომაც ძალიან დაბალია.
რომან გოცირიძემ 2016 წლის მოვლენები გაიხსენა, როცა გიგა ბოკერიამ თანამოაზრეებთან ერთად ენმ დატოვა. დამოუკიდებელი დეპუტატი ამობს, რომ მაშინ ენმ-ს საერთაშორისო რეპუტაციის ხელახლა მოპოვებისთვის ბევრი დრო დასჭირდა:
„ნაციონალური მოძრაობა გაიყო, ფაქტობრივად პარტია დანგრეული იყო და მის აღდგენას განსაკუთრებით საერთაშორისო რეპუტაციის მოპოვებას, ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ნელ-ნელა შემდეგ მიაღწია იმ დონეს, რაც იყო მის პიკში. დაშლის შედეგად ბოკერიას ფრთამ მიიღო 10%, ძალიან დიდი რაღაც იყო, გაიყოლა ასე ვთქვათ, პარტიის დიდი ნაწილი.
ეს "ნაციონალური მოძრაობის" გახლეჩა ნიშნავს სერიოზულ გახლეჩას ამ პარტიისას და ბუნებრივია, რომ როდესაც 60-40-ზე იყო გადანაწილებული ამ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისას ხმები, ზუსტად იმ პროპორციით ახლა აქეთ ადამიანები წამოვლენ მეთქი ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ დიდი რაოდენობის პარტიული აქტივი რომ დასცილდება ნაციონალურ მოძრაობას ეს ძალიან ცუდია. ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი და კარგი იქნება თუ ეს არ მოხდება"- თქვა მან.