მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხაბეიშვილს ტექსტებს უსწორებენ და მერე სხვა განცხადებების გაკეთება უწევს - დოლიძე

19.04.23 16:05
მრჩება შთაბეჭდილება, რომ  ხაბეიშვილს ტექსტებს უსწორებენ და მერე სხვა განცხადებების გაკეთება უწევს - დოლიძე

ნიკა მელიას თანამოაზრეები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.  

მათი თქმით, არჩევნები არამხოლოდ რეგიონებში, არამედ სრულად უნდა ცატარდეს და უნდა მოხდეს ყრილობის ანულირება. 

ამასთან, როგორც ბაჩო დოლიძე "პირველებს" ეუბნება, მისთვის გაუგებარია, რატომ შეცვალა მოქმედმა თავმჯდომარემ ამ საკითხზე პოზიცია, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნების იდეას მხარს უჭერდა.

არასერიოზულია, ერთ დღეს ერთს იძახის, მეორე დღეს აბსოლუტურად მეორეს. ჩვენს გვაქვს ძალიან მკაფიო შეხედულებები ამ პროცესებთან მიმართებაში: რა უნდა გაკეთდეს, პირველი უნდა გაუქმდეს ყრილობის გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოსთან მიმართებაში, შესაბამისად, ძველ პოლიტსაბჭოს უნდა აღვუდგინო სტატუს-კვო და მეორე, როდესაც იქნება პოლიტსაბჭოს წევრების არჩევნები არჩევითი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა წევრი და არა ისე, რომ რაღაც ნაწილი იყოს არჩევითი, მეორე ნაწილი იყოს დანიშნული.

გუშინ ამ ინიციატივას თვითონ ლევანიც აჟღერებდა, დღეს ვისმენთ აბსოლუტურად სხვა რამეს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სამწუხაროდ, რასაც ლაპარაკობს მერე უსწორებენ და შემდგომ უწევს აბსოლუტურად სხვა განცხადებების გაკეთება.

წერილობითაც მივმართავთ თუ ასე უნდა და თუ ამ შემთხვევაში სმენის პრობლემაა რასაც ვამბობ, წერილობითაც გავუგზავნი ამ კონკრეტულ არა თუ მოთხოვნებს ეს არის წინადადება თუ როგორ უნდა იმართებოდეს ცივილურად პარტია“ - ბაჩო დოლიძე.