"ოცნება" არღვევს კონსტიტუციას, რომ ხელი დააფარონ სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას - ლომჯარია

19.04.23 17:07
"ოცნება" არღვევს კონსტიტუციას, რომ ხელი დააფარონ სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას - ლომჯარია

"ქართული ოცნება" კონსტიტუციის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით დარღვევაშია ბრალდებული. მიზანმიმართულად ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებში მმართველ პარტიას უფლებადამცველები ამხელენ. საუბარია 42-ე მუხლზე, რომლითაც ოპოზიციას პარლამენტში საგამოძიებო კომიიის შექმნის უფლება  აქვს გარანტირებული.

ამ მუხლის აღსრულებას კი უკვე მეორე დღეა მმართველი პარტია მიზანიმართულად ხელს უშლის. ეს კი ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, კონსტიტუციის უხეში დარვევაა.

საპარლამენტო ოპოზიციას არ სჭირდება უმრავლესობის თანხმობა იმისთვის, რომ შექმნას მათ საგამოძიებო კომისია, თუ აქვთ მათ საკმარისი ხმები. იმის გამო რომ ეს ხმები არსებობს და აღმოჩნდა პარლამენტში, უმრავლესობა ცდილობს მიუღებელი ხერხებით გამოიგონოს ხერხები, რომ ტექნიკურად შეუშალოს ოპოზიციას ხელი ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით. სინამდვილეში ეს ყველაფერი ემსგავსება საპარლამენტო ცხოვრების ბოიკოტს. ისინი არღვევენ კონსტიტუციას იმის გამო, რომ ხელი დააფარონ სასამართლოში არსებულ კორუფციულ და კლანურ მმართველობას". - ამბობს ნინო ლომჯარია.