"სრული ლუსტრაცია ქუჩური, ქურდული ტერმინოლოგიით" - ოპოზიცია "ოცნების" მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობს

19.04.23 17:23
"სრული ლუსტრაცია ქუჩური, ქურდული ტერმინოლოგიით" - ოპოზიცია "ოცნების" მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობს

"ქართულ ოცნებას" არც კონსტიტუცია და არც რეგლამენტი აინტერესებს - ასე აფასებს ოპოზიცია მმართველი პარტიის ქვორუმის ჩაგდების ფაქტს. 

მათი შეფასებით, "ქართული ოცნებისთვის" მთავარია ე.წ. კლანის წევრების და ბიძინა ივანიშვილი კანონზე მაღლა დგას. 

"ლელოს" წევრი, დეპუტატი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია "ქუჩური, ქურდული ტერმინოლოგიით" არღვევს კონსტიტუციას:

კონსტიტუცია ამბობს, რომ ხომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას პრობლემურ საკითხებზე და ამასობაში ამბობს, რომ საკმარისია 50 ხმა და დღეს ჩვენ უმრავლესობა ამ კონსტიტუციას სხვანაირად გვიკითხავს გვეუბნება, რომ თუ ჩვენ არ მოგვწონს ის საკითხი, რომელიც დასმულია, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ხართ მომხრე არ შეგაქმნევინებთ. ეს არის წმინდა ქუჩური, ქურდული ტერმინოლოგია, რომ მე ძალა მაქვს, მე რაოდენობა მაქვს და ამას არ გაგაკეთებინებთ. ისინი მიდიან ყველაფრის წინააღმდეგ, კონსტიტუციის წინააღმდეგაც საღი აზრის წინააღმდეგაც და პოლიტიკური ცხოვრების ანაბანის წინააღმდეგაც“ - ამბობს დავით უსუფაშვილი.

 თამარ კორძაიას განცხადებით, რაც უმრავლესობამ გააკეთა ამ ორი დღის განმავლობაში, ამაზე მეტ ლუსტრაციას თავად კომისიის შექმნაც კი ვერ შეძლებდა: 

კონსტიტუციასაც არღვევს, რეგლამენტსაც არღვევს, იმიტომ რომ სპეციალური ჩანაწერი იმისათვის, რომ ხელისუფლების კონტროლის მიზნით 50 პარლამენტის წევრს უფლება აქვს, შექმნას ხელისუფლების თანხმობის გარეშე კომისია. სწორედ ამიტომ არის, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ უკვე საკუთარ საქმიანობას და პრინციპში ეს არის დადასტურება, რომ უკვე კლანური მმართველობაა და კლანური მმართველობა უკვე ნიშნავს იმას, რომ არც კონსტიტუცია აინტერესებს და არც კანონი, რადგან ისინი თავიანთ დანაშაულებრივ ჯგუფს იცავენ“ - თამარ კორძაია.

 ხელისუფლებამ სასამართლო კლანი ისე გაანოყიერა, რომ  "ოცნების" ანარეკლი თვალსაჩინოდ გამოჩნდა: 

ცალსახად არაკონსტიტუციური მეთოდია და ცალსახად ფაქტი ერთია, რომ მათ არ სურთ ეს ბერკეტი გამოაყენებინონ ოპოზიციას. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა 60 ოპოზიციონერი დეპუტატი რომ იყოს სულ არ ყოფილიყო სიები ჩახსნილი, გარდა ამისა მანდატები რომ იყოს ყველა ამოქმედებული ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული დარტყმა, მათ შორის ხელისუფლებისთვის. კითხვები აღარც არსებობს პრაქტიკულად იმიტომ, რომ მათი თავიდან ბოლომდე გამოსახულება ირეკლება იმ კლანში და იმ სასამართლო სისტემაში, რომელიც ასე წარმატებით მათ გაანოყიერეს“ -ხატია დეკანოიძე.

საგამოძიებო კომისიაზე კენჭისყრა ისევ ვერ შედგა, ოცნების დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს