"ქართულ ოცნებას" სანქციების შეეშინდა! - ოპოზიცია

19.04.23 17:50
"ქართულ ოცნებას" სანქციების შეეშინდა! - ოპოზიცია

"ქართულ ოცნებას" მოსალოდნელი სანქციების შეეშინდა - ასე აფასებს  ოპოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელმაც ლარსის გავლით რუსეთში ტვირთებზე შეზღუდვები დააწესა. 

ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის ფედერაციისთვის მაშველ რგოლად გადაიქცა: 

ფაქტია, რომ რუსი ოლიგარქის და მისი რუსული რეჟიმის პირობებში, საქართველო რუსეთის ფედერაციისთვის გადაიქცა მაშველ რგოლად და ეს არის ნაცრისფერი ეკონომიკური ზონა ფაქტობრივად და დიდი ალბათობით ის ტვირთები, რომლებიც აკრძალულია რუსეთისთვის შეედინება საქართველოდან. გამომდინარე იქიდან, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირმა დააანონსა სანქციების გამკაცრება ამ მიმართულებით, როგორც ჩანს, რუს ოლიგარქს და მის რუს წარმომადგენლებს ქვეყანაში შეეშინდათ ამ ყველაფრის და ამიტომ ცდილობენ, რომ რეაგირება მოახდინონ, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები არ მოხვდნენ ამ ახალი სანქციების სიაში.“

"ლელოში" ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება "ოცნებამ" სავარაუდოდ მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სანქციების ჯგუფის გამოამარგვლინებს შეხვდა: 

„სწორედ ავტომობილების რეექსპორტის ნაწილში 300-400-500% არის გაზრდილი ბრუნვები. ერთ-ერთი მთავარი საკითხავია, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრთან გაიარეს ვაშინგტონში და მას ალბათ პირდაპირ უთხრეს, რომ ამ ძალიან სახიფათო პრაქტიკას რომ უნდა შეეშვას, იმიტომ, რომ ეს ჩაითვლება ირიბი სანქციების ავლად"- აღნიშნავს თაზო დათუკიშვილი. 

რუსეთთან კავშირებს კატეგორიულად უარყოფენ მმართველ გუნდში. გივი მიქანაძის მტკიცებით, „საქართველო არასოდეს ყოფილა, არ არის და არ იქნება გამოყენებული იმ სანქციების ასავლელად, რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა".